თურქეთში „კოვიდ-19“-ის 5 532 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 440 805 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 370 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 135 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 12 219-ს აღწევს.