იტალიაში „კოვიდ-19“-ის 34 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით იტალიაში 692 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში გამოვლენილი დაინფიცირების 1,38 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 50 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.