logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ადამიანთა მასობრივი წამებები, პატიმართა გაუპატიურებები - ეს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის?!
- +

1 ივლისი. 2016. 20:35


„ნარკოტრაფიკის ხელშეწყობა, იარაღით ვაჭრობა, ორგანოებით ვაჭრობა, ეს ყველაფერი სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას და მათი ტანდემის კისერზეა", - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.


„სააკაშვილი ამბობს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს და მის ფულს სადაც გინდათ, იქ მივაგნებო. თუ მართლა სამართალია, ვნახოთ, ვის აქვს დანაშაული ჩადენილი. ადამიანთა მასობრივი წამებები, პატიმართა გაუპატიურებები - ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის?! განა თვითონვე არ უწოდა ამას სისტემური დანაშაული?! სისტემას ვინ ედგა სათავეში, თუ არა თავად მისი ბრწყინვალება სააკოვი?!

 

ციხეში გარდაცვლილ 25 წლის პატიმრებს გარეთ გაყვანილებს სხეულში აღარცერთი ორგანო რომ აღარ ჰქონდათ, ეს თუ ახსოვთ?! ჩვენ გვეგონა, რომ მკვლელობის და ძალადობის ფაქტების დასამალად აკეთებდნენ ამას. გაცილებით მეტ ბოროტებასთან გვქონდა საქმე, ორგანოებით ვაჭრობის სუნი ასდიოდა ამ ყველაფერს! ნარკოტრაფიკის ხელშეწყობა, იარაღით ვაჭრობა, ორგანოებით ვაჭრობა, ეს ყველაფერი სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას და მათი ტანდემის კისერზეა.

 

გული მაქვს გაგლეჯილი იმის გამო, რომ დღევანდელი უმრავლესობა ხმას ვერ იღებს და ვერც სათანადო საინფორმაციო კონტრპასუხებს ახორციელებს და ვერ ეფარება საკუთარ ლიდერს ისე, როგორც მას ეკადრება. მეორე მხრივ, თუკი ეს ასე გაგრძელდა, ვგრძნობ, რომ ამით სააკაშვილისნაირ პოლიტიკურ მონსტრებს საშუალება მიეცემათ, აქა-იქ მართლაც შექმნან დაძაბულობის და ნერვიულობის მომენტები", - განაცხადა მოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner