საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეებმა სამართალდამცავებს წყლის ბოთლები დაუშინეს.
ჟურნალისტთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დემონსტრანტებმა უსაფრთხოების შესახებ კანონისპროექტის 24-ე მუხლი გააპროტესტეს. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ეს „პოლიციის აგრესიისთვის კარს ხსნის".
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეის 20 ნოემბერს მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ წინადადებას, რომელიც პოლიციელის სახის ან მისი პირადი ინფორმაციის შემცველი საიდენტიფიკაციო ელემენტის გავრცელებისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.