logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ ოლქში
- +

21 ნოემბერი. 2020. 23:15

 

 

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

 

„მინდა წინასწარი შედეგები გაგაცნოთ, შემოსულია 300-ზე მეტი უბნის მონაცემები ოქმების მიხედვით. აქტივობას რაც შეეხება, საკმაოდ მაღალი იყო იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს საჯაროდ. 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, მათ მადლობას ვუხდით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ჩვენ ამით გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში გვქონდა“,-განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner