logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად სატანისტების სექტაა - რა ესაქმებათ სატანისტებს პარლამენტში?
- +

21 ნოემბერი. 2020. 23:26

 

 

31 ოქტომბერს, 8 საათის დასრულებისთანავე, გვარამიას კანტორაში შეკოწიწებული ყალბი ეგზიტპოლის გამოცხადებას „ნაცმოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების მხრიდან ენით აღუწერელი ღრიანცელი და ყიჟინა მოჰყვა – ჩვენ გავიმარჯვეთო.

 

2008 წლის აგვისტოს სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ და მისი ბელადის მიერ თავისუფლების მოედანზე ორგანიზებული „გამარჯვების ზეიმი“ გამახსენა 31 ოქტომბრის ამბებმა.

 

იმ დროს, როცა ქართველი ჯარისკაცების ცხედრები უპატრონოდ ბრძოლის ველზე ეყარა, იმ დროს, როცა რუსების ჯარი თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა, „ნაციონალები“ „გამარჯვებას“ ზეიმობდნენ.

 

უფრო საშინელი, უფრო შემზარავი და ცინიკური სპექტაკლი საქართველოს კი არა, ალბათ, ცივილიზებულ მსოფლიოს საერთოდ არ ახსოვს.

 

ხანდახან ვფიქრობ, პოლიტიკური ორგანიზაცია კი არა ლუციფერის მიერ გაწვრთნილი სატანისტების სექტა ხომ არ არის ეს „ნაცმოძრაობა“?

 

ეს ფიქრი ჯერ კიდევ 2003 წლის შემოდგომაზე ამეკვიატა, როცა ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს იმ რიტუალებს ვაკვირდებოდი, რომლებსაც ამ რიტუალების დამდგმელი ხელმძღვანელები „რევოლუციის“ მონაწილეებს ასრულებინებდნენ.

 

გახსოვთ, როგორ უვლიდნენ ანთებული ჩირაღდნებით და წითელი ვარდებით ხელში პარლამენტის შენობის გარშემო?

 

რაღაც ირეალური, არაამქვეყნიური წარმოდგენა იყო, შიშისმომგვრელი, აპოკალიფსური წარმოდგენა, რომელიც მიწის ზემოთ კი არა სადღაც ქვემოთ,

 

ვარდებით რომ შეიჭრა პარლამეტში.

 

სად ჯავშანჟილეტი, სად პისტოლეტი და სად ვარდი – ეს სამი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი ატრიბუტი რაღაც ცუდის მომასწავებელ ნიშანზე მიგვითითებდა, თუმცა მაშინ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

 

არ მინდა ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო ფიზიკური ნაკლისა თუ იმის გამო, რომ სახის ნაკვთები წესიერად არ აქვს დალაგებული, თუმცა, ზოგადად, ერთ რამეს მაინც ვიტყვი: ეშმაკი ზოგჯერ ისეთ დაღს და დამღას ასვამს ადამიანს, შეხედავ, გამოხოხებული ეშმაკია – ეშმაკის ნაბიჭვარია!

 

ის, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი რვა წლის განმავლობაში აკეთებდნენ ნაციონალები, გეგონება, ერთი უწყვეტი სატანისტური რიტუალია ადამიანთა მსხვერპლშეწირვებით, ადამიანების სადისტური წამებებით, მკვლელობებით, შანტაჟით, ტერორით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სექსუალური აღვირახსნილობით, გარყვნილებით, უღმერთობით.

 

ისეთი გამაოგნებელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი ნაციონალებს, თითქოს სულსა და სხეულში ეშმაკები ჰყავდეთ ჩასახლებული და ისინი აიძულებდნენ ეს არაადამიანური საქციელები ჩაედინათ.

 

2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის შემდეგ გამართული ცეკვა-თამაშიც ძალიან ჰგავს სატანისტურ რიტუალს, რომელსაც ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული სააკაშვილი, ამ რიტუალის მთავარი რეჟისორი, ქორეოგრაფი და კონცერტმაისტერი, დიდი კმაყოფილებით და ზეემოციური ეიფორიით უძღვება.

 

ნამდვილად სატანისტები არიან ესენი, „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად სატანისტური სექტაა, სხვა ახსნა მათ საქციელს და მათ საქმიანობას არ აქვს.

 

და თუ ეს ასეა, რა უნდათ სატანისტებს პოლიტიკაში, რა ესაქმებათ სატანისტებს პარლამენტში?

 

ჯვარი აქაურობას და არული კუდიანებს!

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner