„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ „პარკ ი სკარლეტსზე“ უელსის ნაკრებს ესტუმრნენ და ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულეს უქულოდ.
საწყის წუთებში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიში საჯარიმო დარტყმით შიდიმ გახსნა. მატჩი ამის შემდეგაც „დრაკონების“ კარნახით გაგრძელდა, თუმცა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავს კარგად იცავდა და ძირითად ეპიზოდებში მეტოქეს ქულის მოპოვების შანსი არ მისცა. პირველი ტაიმის ერთადერთი ლელო 25-ე წუთზე ახალბედა ზამიტმა მიითვალა.
მეორე ნახევრის პირველ წუთებში შიდიმ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და საკუთარ გუნდს 13 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გააქტიურდნენ და რამდენჯერმე მეტოქის დაცვის ხაზს სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ 75-ე წუთზე უელსის შეტევა რის ვების ლელოთი დასრულდა და საბოლოო ანგარიში 18:0 დაფიქსირდა.