logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ეს ინფორმაცია ჩვენი ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყურამდე უნდა მივიდეს
- +

1 ივლისი. 2016. 20:37


„ნაციონალური მოძრაობა" უკვე ყოველმხრივ ცდილობს, ხორცი შეასხას თავის ადრინდელ ჩანაფიქრს ე.წ. მობილური ჯგუფების მომზადების თაობაზე და შექმნას შესაბამისი პოლიტიკური, სოციალური თუ სხვაგვარი გარემო საქართველოში, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს 2016 წლის არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარების პერსპექტივა", - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა გზა დღეს არ გააჩნია. ამის შესახებ მოლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი არსებობის მანძილზე არცერთხელ არ მოუგია არჩევნები ნორმალურ კონკურენტულ გარემოში. მათ დღეს ობიექტურად იციან, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ამიტომ მათი ერთადერთი მიზანი არაჯანსაღი გარემოს შექმნაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

 

გუშინ ადეიშვილს წამოსცდა კიდეც ინტერვიუში, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს იქნება სრულიად სხვა ადამიანების პარტია. ანუ, გამოდის, რომ გამოიყვანენ კრავის ფორმაში გადაცმულ მარიონეტებს და ჩატარდება სპეცოპერაცია ე.წ. არჩევნების სახელით, რომელიც საქართველოს გაცილებით დიდ სისხლის მორევში დააბრუნებს, ვიდრე ის 9-წლიანი რეჟიმი გახლდათ.

 

ცოტა ხნის წინ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათთან რამდენიმე დღეა მიდის მუშაობა, რომ მათ უნდა იზრუნონ თავიანთ მომავალსა და პოლიტიკურ კარიერაზე. არის მოწოდებები, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში. სანაცვლოდ ამისა, ჩანს ფულიც და ის ამაზრზენი მეთოდიც, რაც ახასიათებდა მაშინდელ „კმარას". მინდა, ჩვენი ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყურამდე მივიდეს ეს ინფორმაცია და მოახდინონ დროული რეაგირება", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner