ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების შეჯამების მიზნით, ამ ეტაპისთვის, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს.
რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 27%, რაც მოიცავს 35 უბანს.
ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელ ნათია იოსელიანს უკვე დათვლილი შემაჯამებელი ოქმების მიხედვით წინასწარი შედეგები არ გამოუცხადებია. მან აღნიშნა, რომ როდესაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოადგენენ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.
ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგები ცესკოს სპეციალურ საიტზე მთელი ღამის განმავლობაში განახლდება.