logo_geo
eng_logo
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:41

 

 

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუ რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ეს უცნობია.

 

„ინტერპრესნიუსი“ დავით ფურცხვანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მედიასთან კომენტარებს აღარ აკეთებს.

 

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner