logo_geo
eng_logo
ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთის გუნდს სძლია
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:49

 

 

საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა პოლონეთის გუნდი! ინფორმაციას ეროვნული საჭადრაკო ფედერაცია ავრცელებს.

 

ამხანაგური შეხვედრა 2 დღეს მიმდინარეობდა სწრაფ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით.

 

ორი დღის განამავლობაში 12 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით: 37,5 – 28,5 გაიმარჯვეს!

 

ხვალ, ამხანაგური მატჩი ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრით გაგრძელდება!

 

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

 

  1. ნანა ძაგნიძე (2524)
  2. ლელა ჯავახიშვილი (2473)
  3. ნინო ბაციაშვილი (2460)
  4. მერი არაბიძე (2437)
  5. სალომე მელია (2371)
  6. სოფიკო ხუხაშვილი (2334)

 

პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:

 

  1. მონიკა სოჩკო (2421)
  2. კარინა სიფკა (2415)
  3. იოლანტა ზავადკა (2399)
  4. ივეტა რახლიჩი (2394)
  5. კლაუდია კულონი (2347)
  6. იულია ანტოლაკი (2313)
  7. ალისია სლივიჩკა (2311)

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner