„ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით. მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”- განაცხადა „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, რომელმაც ამინდის და ეპიდემიური ვითარების მიუხედავად, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დაგვიჭირა მხარი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს აქტივისტს, წევრს, აგიტატორს თუ ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს გამარჯვებაში.
საარჩევნო უბნები გაიხსნა ჩვეულებრივ 08:00 საათზე, ყველა წესის დაცვით, ექსცესების გარეშე და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. გამჭვირვალედ, დემოკრატიულად ჩაიარა ამ პროცესმა.
ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით.
მინდა მივულოცო ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.