აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენი“ წერს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი ორ მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით სულ 255 414 პაციენტი გარდაიცვალა.