გთავაზობთ რეჟისორ რობერტ სტურუას facebook-პოსტს:
„ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ს წ ი ნ ! ვისაც დაავიწყდა, რა ხდებოდა 10 წლის მანძილზე; ვისაც არ ახსოვს, რა უსამართლო, რა უკანონო სამყარო შექმნა და წინ უძღვოდა ქართველების ფარას ჭკუათხელი სადისტი; ვისაც ღალატობს მეხსიერება, ვისაც დაავიწყდა, როგორ აუპატიურებდნენ ციხეში ქართველ კაცებს; ვინც გულგრილად შესცქეროდა, როგორ ოსტატურად მოისყიდა უზნეო, გახრწნილმაკრიმინალურმა ჯგუფმა, (დემოკრატრეფორმატორებად, რომ შემოგოგმანდნენ ფულით გახრწნილი ქვეყნების "ელიტაში"!) - ამერიკელებს, თუ ევროპელებს, ელჩებს თუ სენატორებს, რუს ჟურნალისტებს და ევრომრჩევლებს - ჯამაგირს დღესაც უხდიან, თანაც აშანტაჟებენ ქართული მიწებით და სისხლით გამძღარ უცხოელებს - დაგვიცავით, მექრთამეებო, თორემ ვიტყვით ვინც ბრძანდებითო; საკმაოდ სისხლიან ქართულ ისტორიაში ასეთი შავბნელი, ბოროტებით აღსავსე ფურცლებს ვერ წააწყდები! მაგრამ ვინც ამ უმსგავსო დროის დაბრუნებაზე ოცნებობს - თვითონ ამ დამყაყებული სისტემის ნაყოფი და, თქვენ წარმოიდგინეთ, შემქმნელი ბრძანდება! ნუთუ ვიღაცა ფულით მოისყიდეს, ან ბინა მიართვეს, ან სარფიანი ადგილი, ან მანქანები დაურიგეს, ან დიდი პენსიები დაუნიშნეს?! დიახ, ასე ადვილად გაყიდეს სამშობლა იმ "მეოცნებე" იუდებმა. თავისი ხალხი დაამონეს, გადამთიელებს ქართული მიწები მიართვეს, და ახლა თვალებდახუჭულნი და თვალებგადმოყრილნი ისტერიულად გაიძახიან: " ა გ ვ ი რ ჩ ი ე თ ო !" არ აგირჩევთ! სასჯელი! სასტიკი სასჯელი, მკვლელებს და ქურდბაცაცებს!
p.s. არა, არა, ეტყობა ყველა ქართველში ურჩხული ბუდობს!..", - წერს სტურუა.