ქუთაისში მეორე ტურის შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 91,92% (29 867ამომრჩეველი) აიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ კი 8,08% (2 627 ამომრჩეველი). რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა 92% (29 914 ამომრჩეველი) მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანიამ 8% (2 590 ამომრჩეველი) მიიღო. სულ არჩევნებში მონაწილეობა 33 823 მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია. საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარი დაიწერა საია-ს მიერ და ყველა პროცედურული ხასიათისაა.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისში 130-ვე უბანი დათვლილია.