logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მგონია, რომ „ქართული ოცნება” ხმების 50-60 %-ს მიიღებს...
- +

2 მარტი. 2016. 23:43


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კოალიცია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მდგომარეობას აფასებს. როგორც გადაცემაში  2030 საყვარელიძე აღნიშნავს, საზოგადოებისთვის და მედიისთვის რატომღაც უინტერესო აღმოჩნდა ბოლო კვლევა, სადაც გამოკითხვის მიხედვით „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა დაახლოებით 50-60% უჭერს მხარს.


„ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც რატომღაც უყურადღებოდ დარჩა, "ქართული ოცნების" რეიტინგი 60 %-ია. ამ კვლევას ვენდობი და მგონია, რომ "ქართული ოცნება" ხმების 50-60 %-ს მიიღებს. დანარჩენი პროცენტები სხვა პარტიებზე გადანაწილდება და სწორედ აქ ჩნდება წყარო ახალი პარტიების შემოსვლისთვის."- აღნიშნავს პოლიტოლოგი და კოალიციის დაშლის პერსპექტივებზე საუბრობს:


„კოალიცია "ქართულ ოცნებას" ის გუნდი რომ გამოეყოს, რომელიც უშუალოდ ივანიშვილს უკავშირდება, თუ მეტს არა, იმდენივე ხმას მაინც აიღებს, რამდენსაც მთლიანად კოალიცია, მაგრამ ცალკე ყოფნას თავისი მინუსები აქვს. კოალიციიდან ამ გუნდის გამოყოფა დანარჩენი სუბიექტებისთვისაც არახელსაყრელია. ამიტომ, დაშლის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner