logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ევროპა საქართველოა და საქართველო კი ევროპა!
- +

1 ივლისი. 2016. 21:21


„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა, რადგან სრულად ამოქმედდა საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა.


„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა, დღეს სრულად შევიდა ძალაში.


„ეს ჩვენს მოქალაქეებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. დღეს ამოქმედებულ მუხლებს შორის არის: საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების საკითხში, რადგან  განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.

 

თამამად შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე და ავიდა ახალ სიმაღლეზე. ევროკავშირთან 2014 წლის 1 სექტემბრიდან ნაწილობრივ ამოქმედებულმა ასოცირების შეთანხმებამ ჩვენს ქვეყანას უკვე მოუტანა გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, (განსაკუთრებით ინვესტიციების თვალსაზრისით), ხოლო მისი სრული ამოქმედების დადებით გავლენას, თითოეული ქართველი საკუთარ თავზე მალე იგრძნობს!

 

ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედება ნიშნავს იმ პროგრესის აღიარებას, რომელსიც  საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, ეს პირველ ყოვლისა ეხება, ჩვენს ქვეყანაში  კანონმდებლობის დახვეწას და დემოკრატიის განვითარებას. დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მომავალი განვითრების გარანტი გახლავთ. მაგრამ არ შეიძლება მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რადგან წინ ახალი გამოწვევბი გვაქვს,  რომელსაც თავი წარმატებით უნდა გავართვათ.

 

დღევანდელი დღე გახლავთ დასტური, რომ  ევროპა საქართველოა და საქართველო კი ევროპაა!", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner