logo_geo
eng_logo
დანიელი ფერმერები წაულების მიმართ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ
- +

22 ნოემბერი. 2020. 13:01

 

 

დანიელი ფერმერები წაულების მიმართ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ. ასობით ფერმერებმა დანიის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის დედაქალაქის, კოპენჰაგენის გარდა აქციები იყო ქალაქ ორჰუსშიც.

 

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დანიის მთავრობამ 15 მილიონი წაულას მოკვლის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც წაულების ფერმებში ახალი კორონავირუსი გავრცელდა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერების უკმაყოფილება მოჰყვა. დანია უკვე ათწლეულებია წაულას ბეწვის წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში.

 

ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებში სულ წაულების 140 ფერმაა, რომლებიც ყოველწლიურად საშუალოდ 90 მილიონი ევროს ღირებულების ბეწვის ექსპორტს ახორციელებენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner