logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი: თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც გვექნება
- +

22 ნოემბერი. 2020. 13:04

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ევროპის რეაგირება არასრულფასოვანი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ნაბაროს თქმით, თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც იქნება.

 

„ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა ჩვენ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე. თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, მესამე ტალღაც გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ.

 

ნაბარომ რეკომენდაციების დაცვის კუთხით მისაბაძ მაგალითად სამხრეთ კორეა მოიყვანა.

 

„ხალხი მთლიანად ჩართულია, ისინი ისე იქცევიან, რომ ვირუსისთვის საქმე გაართულონ, ისინი იცავენ დისტანციას, ატარებენ პირბადეებს, გადადიან იზოლაციაში, როდესაც ავად ხდებიან, იბანენ ხელებს და ასუფთავებენ ზედაპირებს. ისინი იცავენ მაღალი რისკის ჯგუფებს“, – განაცხადა ნაბარომ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner