logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღეს სახელმწიფო ზრუნავს მსჯავრდებულებზე!
- +

1 ივლისი. 2016. 21:30


დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ექსპერტების ავტორობით მომზადებული პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-17 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედურ შეფასება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ ციხეებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიკვდილიანობის და ავადმყოფობის მაჩვენებელი.


„ახალგაზრდული ცენტრის" წევრის დავით ჩიხელიძის შეფასებით, აღნიშნული შეფასება მით უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა რეალობა, როდესაც საქართველო პატიმართა სიკვდილიანობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. 


„ასევე პირველ ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით.  ციხეში პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის პარალელურად, პატიმრის  ავადმყოფობის ერთ ერთი მიზეზი გახლდათ მისი საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი იყო 1.55 კვმ ფართობი, რაც გახლდათ იმ დროს არსებული კანონის უხეში დარღვევა (პატიმართა კოდექსისი შესაბამისად ერთ პატიმარზე გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი 2 კვმ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო) დღეს მოქმედი კანონის მიხედვით (2014 წელს  არის მიღებული) ყველა ტიპის საპატიმრო დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართის ნორმა მინიმუმ 4კვმ-ით განისაზღვრება.

 

წარსულის გათვალსიწინებით დღეს დადებულ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აღიარებს საქართველოს იმ  უდიდეს მიღწევებს და რეფორმებს, რომელიც ჩვენს პენიტენციალურ სისტემაში განხორციელდა.

დღეს ციხეებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული პატიმართა რაოდენობა,  მინიმუმადეა დაყვანილი პატიმარზე ძალადობის ფაქტები (ფაქტიურად არ არსებობს)  ცალსახად მისასალმებელია, კვების რაციონის შეცვლა და გაუმჯობესება.

 

ცალკე საუბრის თემაა  პენიტენციალური ჯანდაცვა, რომლის   დაფინანსებაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარით არის გაზრდილი. (მოქმედებს რამდენიმე ახალი პროგრამა c-ჰეპატიტის და ა.შ.) ასევე გაზრდილია სამედიცინო პერსონალის რაოდენობა.

 

დღეს ნამდვილად გვაქვს რეალობა, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს მსჯავრდებულებზე და მის თითეულ მოქალაქეზე. ახლა საჭიროა  გავუფრთხილდეთ მიღწევებს და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ და წარმატებული გავხადოთ პენიტენციალური სისტემა", - განუცხადა „რეპორტიორს" ჩიხელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner