logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ!
- +

1 ივლისი. 2016. 21:36


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრობა" მაქსიმალურად შეეცდება პროვოკაციები მოაწყოს.


მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მაინც შეძლებს არჩევნების ღირსეულად ჩატარების უზრუნველყოფას.


არჩევნებზე ბუნებრივია იქნება დაძაბულობა. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფრის მკადრებელი ძალაა. ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. ისინი წამოვლენ პროვოკაციებზე, შესჩივლებენ მათ პატრონებს დასავლეთში და კუდსაც გააქიცინებენ - "ჩვენ ვართ კარგები პირველები და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს აშენებაო. როგორ შეიძლება საქართველო უჩვენოდ აშენდესო" ჩვენ რას ვაკეთებთ? ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება და იმიტომ ჰყავს ძალოვანი სტრუქტურები, რომ წინა ხელისუფლების მსგავსაც ადამიანები სატანჯველად და საწამებლად კი არ გამოიყენოს, არამედ წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ამ წესრიგს და არჩევნებიც სტაბილურ ვითარებაში ჩატარდება იქნება აპელირება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ვითარება ჩვეულებრივ საზღვრებს გასცდეს. უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ. გამოცდა ჩვენ რამდენჯერმე ჩავაბარეთ და კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner