logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციის ხმაური, პოლიტიკურ შედეგებს არ მოიტანს და პარლამენტის ცვლილებაზე გავლენის მქონე არ იქნება
- +

22 ნოემბერი. 2020. 21:40

 

 

„არ მგონია, რასაც დღეს „ნაცმოძრაობა“ და სრულიად ოპოზიციური სპექტრი აკეთებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, იგი მთავრობის ფორმირებას და კანონების მიღებას ოპოზიციის გარეშე მოახერხებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  „საერთო გაზეთს“ განუცადა.

 

„თუნდაც გაუქმდეს არჩევნები და ხელმეორედ ჩატარდეს, ამით რას მოიგებს ოპოზიცია? თუ ხელმეორე არჩევნები ჩატარდა, განა ისეთი იქნება, როგორიც ყველას დააკმაყოფილებს? თუ ისევ გაჩნდება ბუნებრივი პრეტენზია იმისა, რომ ვიღაცებმა არ მიიღეს ხმების ის რაოდენობა, რაც უნდა მიეღოთ.

 

არ მგონია, რასაც დღეს „ნაცმოძრაობა“ და სრულიად ოპოზიციური სპექტრი აკეთებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, იგი მთავრობის ფორმირებას და კანონების მიღებას ოპოზიციის გარეშე მოახერხებს. ოპოზიციის ხმაური, რაც ახლა სახეზეა, არავითარ პოლიტიკურ შედეგებს არ მოიტანს, ანუ მთავრობის ან პარლამენტის ცვლილებაზე გავლენის მქონე არ იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner