ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს
-
+
23 ნოემბერი. 2020. 10:21
ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, იგი ცენტრალურ როლს თამაშობდა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დიდ ნაწილში. მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრისას აშშ-ის რეაგირების საკითხებსა და „აისისის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი ოფიციალურად თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
წყარო :