logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: შემოდგომა „ნაციონალური მოძრაობის" პანაშვიდად იქცევა!
- +

1 ივლისი. 2016. 21:53


„შემოდგომა „ნაციონალური მოძრაობის" პანაშვიდად იქცევა", - ამის შესახებ პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.


შეკითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ? - პარლამენტარმა განაცხადა, რომ არასაპარლამენტო პარტიებს შორის, შანსები აქვს როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიას, ასევე "პატრიოტთა ალიანს".


მისი თქმით, შანსები ასევე აქვთ, კოალიციის სხვა წევრებს, "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიეკლებს".


ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, შანსები საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობას" და პაატა ბურჭულაძის პარტიასაც აქვს.


შეკითხვაზე თუ რა იქნება უმრავლესობის ძირითადი მოწოდებები წინასაარჩევნოდ, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ აქცენტი მეტ წილად სოციალურ თემატიკაზე, გაჭირვებაზე და უმუშევრობაზე გაკეთდება, თუმცა მისივე განცხადებთ, უმრავლესობა მაქსიმალურად პრაგმატულად მოიქცევა და "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად არ შექმნის ფუჭ მოლოდინს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner