-
+
23 ნოემბერი. 2020. 10:26
გერმანია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიზაციის დაწყებას 2020 წლის დეკემბერში გეგმავს. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, განვაცხადოთ, რომ ევროპაში კოვიდ-19-ზე ვაქცინას ავტორიზაცია 2020 წელს მიენიჭება, ამიტომ ჩვენ დღესვე უნდა ვიმოქმედოთ. ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები მზად უნდა იყოს იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება“, - განაცხადა იენს შპანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში ვაქცინაციის 6 ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრების უმრავლესობა კოვიდ-19- ის პანდემიის გამო დაკეტილ საგამოფენო დარბაზებში გაიხსნება.
გერმანიამ ევროკომისიის შუამდგომლობით მომავალი ვაქცინის 300 მილიონი დოზა დაარეზერვა. ქვეყანაში 22 ნოემბერს კოვიდ-19-ის 13 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 104 ადამიანი. ქვეყანაში აქტიურია 313 968 შემთხვევა. კორონავირუსით გერმანიაში სულ 14 343 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 603 800 პაციენტი.
წყარო :