logo_geo
eng_logo
ევროკავშირს ბელგიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 25 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული
- +

23 ნოემბერი. 2020. 10:37

 

 

ევროკავშირს ბელგიისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მომავალი ვაქცინის 25 მილიონი დოზა დარეზერვებული აქვს. ევროკომისია ყველა წევრი ქვეყნისთვის კომპანიებთან კონტრაქტებს წინასწარ აფორმებს და სახელმწიფოებს ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად რეკომენდაციებს აძლევს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ პრობლემები არ წარმოიშვება, მაშინ ევროპის მედიკამენტების სააგენტო დეკემბრის მეორე ნახევარში „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებისთვის ავტორიზაციის მინიჭებას შეძლებს. ბელგიამ „Pfizer/BioNTech“-თან ვაქცინის 200 მილიონი დოზის მისაღებად შეთანხმებას მიაღწია და „Moderna“-ს ვაქცინის 80 მილიონი დოზის დისტრიბუციაზე მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაზეა.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი იქნება იმუნიზაციის შესახებ კამპანია, რათა მოსახლეობას ყველა ნიუანსზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.

 

„სიფრთხილე გვმართებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბელგიაში ვაქცინის დისტრიბუცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სტრატეგია იმუნიზაციის მზად გვაქვს და გეგმას მივყვებით. გვირაბის ბოლოს სინათლე არის, მაგრამ ეს პანდემიის დასრულებას ჯერ არ ნიშნავს. რამდენიმე თვე ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა და ისევ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ წესებს, რათა ვირუსის გავრცელება შევამციროთ. ხელისუფლების მიზანია ვირუსის სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შემცირება, და შემდეგ მისი კონტროლი. რისკების სათანადოდ შეფასება და მათი მენეჯმენტი საშულებას მოგვცემს, ერთად გადავლახოთ სირთულეები“, - განაცხადა ალექსანდრე დე კრომ.

 

ბელგიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ თავდაპირველად მომავალი ვაქცინის ლიმიტირებული მოცულობა იქნება და პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს მიენიჭება. დე კრომ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყების ვადებიც დაასახელა.

 

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლომდე მივიღებთ. ერთ თვეში ავცრით ექიმებს, ექთნებს, 65 წელს ზევით და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ვაქცინის გაცილებით დიდ მოცულობას ბელგია 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში მიიღებს. ცხოვრების ნორმალურ რიტმს ჯერ ვერ დავუბრუნდებით, მაგრამ ვაქცინაციის დაწყება პოზიტიურ ტენდენციას მოგვცემს და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს დაიცავს. ეს შეამცირებს ყოველდღიურ შემთხვევებსაც და სიკვდილიანობასაც, რაც ბელგიაში დღემდე საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ალექსანდრე დე კრომ.

 

ბელგია, სადაც მეორე ტალღის პიკი 22 ოქტომბერს დასახელდა, ლოკდაუნის რეჟიმზეა და კომენდანტის საათი მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭოს ეპიდემიოლოგიურ-სანიტარული საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული და მონიტორინგის შედეგების შეჯამებას 27 ნოემბერს აპირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე ტალღის რისკი შობას და ახალი წლის დღეებს უკავშირდება.

 

„მე ძალიან მინდა, მესამე ტალღა თავიდან ავირიდოთ და დარწმუნებული ვარ ეს არის თქვენი სურვილიც. ჩვენ ვიცით , რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მესამე ტალღა წინა ორ ტალღაზე უფრო მძიმე იქნება. პარასკევს მაგიდაზე რამდენიმე სცენარს განვიხილავთ და მათ შორისაა საშობაოდ მუზეუმებისა და მაღაზიების გახსნაც. შეზღუდვების თუნდაც ეტაპობრივად მოხსნაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, გვაძლევს თუ არა მონაცემები ამის შესაძლებლობას. სადღესასწაულო დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ განვაახლებთ უსიმპტომო და წითელი ზონიდან ჩამოსული ადამიანების კოვიდ-19-ზე შემოწმებას, რაც მეორე ტალღის დროს სირთულეების წარმოშობამ შეაჩერდა და 2021 წელს სწრაფ ტესტირებას ინტენსიურად დავიწყებთ. ეს საშუალებას მოგცემს, უფრო ფართო სურათი მივიღოთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner