-
+
23 ნოემბერი. 2020. 10:37
21 ნოემბერს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა ონლაინ-კონფერენციის დროს დონალდ ტრამპი თავის ერთ-ერთ გოლფ-კლუბში იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა „Guardian“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა კონფერენციის დაწყებამდე Twitter-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც არა კონფერენციას, არამედ არჩევნების თემას ეხებოდა, დილის 10 საათზე კი თეთრი სახლი დატოვა და გოლფ-კლუბში წავიდა.
„Guardian“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას CNN-იც ადასტურებს. „დიდი ოცეულის“ კონფერენციის მონაწილეებმა კოვიდ-პანდემიათან ბრძოლის საკითხები განიხილეს და ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს.
წყარო :