logo_geo
eng_logo
თურქეთში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
- +

23 ნოემბერი. 2020. 11:43

 

 

„თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება“, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ თურქეთი ჩინური კომპანია „Sinovac Biotech“-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა.

 

„დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ.

 

მისივე თქმით, ქვეყანა მოლაპარკებებს „Pfizer“-ისა და „BioNTech“-ის ვაქცინების შეძენის მიზნითაც აწარმოებს.

 

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 440 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner