logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე თავდამსხმელის დედაზე: გადავწყვიტეთ, მას დავეხმაროთ
- +

23 ნოემბერი. 2020. 12:43

 

 

ეროვნული ბიბილიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალური ქსელში წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედის იტერვიუსთან დაკავშირებით წერს.

 

როგორც კეკელიძე წერს, თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან ზურაბაშვილის დედას ფინანსურად დაეხმარება.

 

„ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ „გურული დღიურების ფონდში“, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე  შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner