logo_geo
eng_logo
მედია: ისრაელის პრემიერი და „მოსადის“ დირექტორი საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვივნენ
- +

23 ნოემბერი. 2020. 12:52

 

 

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორი, იოსი კოენი საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვივნენ.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 22 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

როგორც ისრაელური მედია იუწყება, ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში მაშინ გაემგზავრა, როდესაც სამეფოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერი საუდის არაბეთში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

15 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner