logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: მორალური საყრდენის გარეშე დარჩენილი ადამიანი ყველაზე ტრაგიკული მოცემულობაა სამყაროში
- +

23 ნოემბერი. 2020. 12:57

 

 

„მორალური ნორმაა შემწყნარებლობა, საკუთარი მორალური კომპასით მოქმედება; ანომალიაა რევანშისტობა, ძალადობრივი მეთოდები“, - ამ სიტყვებით იწყებს  მონოლოგს ანალიტიკოსი, კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია. ის მორალურ ნორმებსა და  ძალადობრივ მეთოდებს შორის განსხვავებას „POSTV“-ის საკუთარ ბლოგში - „ბაჩო ოდიშარიას რევოლვერში“ გვიჩვენებს.

 

ავტორი ძალადობასა და რევანშისტულ იდეოლოგიას მორალურ, ადამიანურ და ჰუმანურ კრიტერიუმებს უპირისპირებს. ის მაყურებელს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის  განსხვავებებს აჩვენებს. ადამიანური, მორალური საყრდენის მაგალითად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, ხოლო მის საპირწონედ მიხეილ სააკაშვილზე გვესაუბრება.

 

ანალიტიკოსი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს იხსენებს, - როდესაც ოპოზიციამ საპროტესტო აქციაზე, ასფალტზე დაკრულ, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან სტიკერებზე მომიტინგეები დააყენა.

 

ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავების საჩვენებლად, ოდიშარია ბიძინა ივანიშვილის ქმედებას იხსენებს, - როდესაც 2012 წელს, მას ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ  სააკაშვილის პორტრეტის ფეხით გათელვა სთხოვა, ხოლო ივანიშვილმა ოპონენტის გამოსახულებას ფეხი არ დააბიჯა.

 

კინოკრიტიკოსი ყველაზე დიდ საფრთხეს ქართული საზოგადოების დაყოფაში ხედავს. მისი თქმით, სააკაშვილი ხალხში შუღლს აღვივებს, მათ ხან პრორუსულებად და პროევროპელებად, ხან კი ბნელებად და სინათლის მებრძოლებად ყოფს. ოდიშარია სამართალდამცველების მისამართით სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს იხსენებს:

 

 „მინდა, ვუთხრა პოლიციელებს: დოქსოპულოებო, თქვენ დედები გყავთ, საერთოდ?“  (მიხეილ სააკაშვილის განცხადება 2020 წელი).

 

 „მე არ მინდა, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ ყველა პოლიციელია დამნაშავე იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი პოლიციელი, ბევრი კარგი თანამშრომელი. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ათეული კაცი, 50 თანამშრომელი ჰყავს დღეს პოლიციას, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს და ეს არ მინდა, რომ საზოგადოებამ  გაავრცელოს მთელ საზოგადოებაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს.

 

ანალიტიკოსის ამბობს, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი დღემდე  ცდილობს მორალური ავტორიტეტების დაკნინებას.

 

„ისინი უტევდნენ და უტევენ ყველაფერს თვითმყოფად ქართულს - კულტურას, ღირებულებებს, ინსტიტუტებს - ყველაფერს, რაც მორალურ საყრდენს გვიჩენს,“- აღნიშნავს ბლოგის ავტორი.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირებულებების მორალური ღერძი არ გააჩნია, საკუთარი სიტყვების გასამტკიცებლად კი „ნაციონალური მოძრაობის მთავარი პროპაგანდისტის“ - ნიკა გვარამიას სიტყვები მოჰყავს, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილის საოჯახო ფოტო აღმატებული სიყვარულის ანომალიად შეაფასა. 

 

„ადამიანები, რომლებიც ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახი, სიყვარული, განიხილავენ ანომალიურ ჭრილში, ამით საკუთარ თავს უსვამენ დიაგნოზს, - რომ ის მორალური გზამკვლევი, რომელიც ჩვენს გენეტიკურ კოდში დევს და მყარადაა ფეხგადგმული, მათთვის უცხო და მავნებლურია“, - ამბობს ოდიშარია.

 

ბლოგის დასარულს, ავტორი პირად ბრძოლაზე საუბრობს. ამბობს, რომ მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გალაშქრება მორალური იმპერატივია. მისი თქმით, მორალური საყრდენის გარეშე დარჩენილი ადამიანი ყველაზე ტრაგიკული მოცემულობაა სამყაროში.

 

 „ამის ნათელსაყოფად საკმარისია, შევხედოთ მიხეილ სააკაშვილს“, - ამბობს ოდიშარია და ბლოგს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით ასრულებს:  „მე გიჟს მეძახდნენ. ჩვენ ვართ გიჟები“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner