logo_geo
eng_logo
„Ice Bucket Challenge“-ის ერთ-ერთი პოპულიზატორი, პატრიკ ქუინი გარდაიცვალა
- +

23 ნოემბერი. 2020. 14:09

 

 

აშშ-ში პოპულარული ფლეშმობის „Ice Bucket Challenge“ ერთ-ერთი შთამაგონებელი, პატრიკ ქუინი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქუინი 37 წლისა იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი გახდა, რომელიც კაცს 30 წლის ასაკში დაუდგინეს. სწორედ ამ დაავადებისადმი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა „Ice Bucket Challenge“.

 

2019 წლის დეკემბერში გამოწვევის კიდევ ერთი პოპულარიზატორი, პიტ ფრეიტსი გარდაიცვალა.

 

„Ice Bucket Challenge“, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აზიარებდნენ და ამ ავადმყოფობის კვლევისთვის თანხის გაღებისკენ ყველას მოუწოდებდნენ, 2013 წელს გოლფის პროფესიონალმა მოთამაშე კრის კენედიმ წამოიწყო.

 

თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ფლეშბომი პოპულარული მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც გამოწვევას ფრეიტსი და მისი ოჯახი შეუერთდნენ, რომლებმაც მოძრაობის შესახებ სოცქსელებში დაწერეს.

 

ამის შემდეგ „Ice Bucket Challenge“-ში მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ჯასტინ ტრიუდომ, მარკ ცუკერბერგმა, ტომ კრუზმა, რობერტ დაუნი უმცროსმა და ა.შ.

 

„Ice Bucket Challenge“-ის მონაწილეებმა 220 მილიონი დოლარი შეაგროვეს. თანხა კვლევას მოხმარდა, რომლის შედეგად მეცნიერებმა გვერდითი სკლეროზის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებული გენის ვარიანტი აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner