ნიდერლანდებში დაკავებულ ქართველს, რომლის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ 12 მილიონ ევროზე მეტი ამოიღო, პატიმრობა 3.5 წლით მიუსაჯეს.
35 წლის მამაკაცი ზაფხულში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში სამართალდამცავებმა 12 მილიონი ევრო, ფულის სათვლელი მანქანა, 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მამაკაცს ბრალი ფულის გათეთრებაში ედებოდა.
თავად მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს, მისი განმარტებით, სარდაფში არსებული დიდი რაოდენობით თანხის შესახებ არაფერი იცოდა. შემთხვევა ქალაქ ეინდჰოვენში მოხდა.