პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თავის დროზე ახმეტ ჩატაევის გათავისუფლება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ არსებობდა.
„თავის დროზე ახმეტ ჩატაევის გათავისუფლება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ არსებობდა. დანაშაულში მისი მონაწილეობა არც საქართველოში გამოიკვეთა. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დღეს არ იყოს დამნაშავე და ხვალ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუშინ უნდა დაიჭირო, როცა დანაშაული არ ჩაუდენია", - განაცხადა ვოლსკიმ.