logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსისგან განიკურნა
- +

23 ნოემბერი. 2020. 14:36

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. უკვე ოფისში ვარ. სამუშაო დღე დატვირთული იქნება, თუმცა, ძალიან მიხარია, რომ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, ახალი რისკები გაიაზრონ და მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს.

 

„უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა პირბადის ტარება, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცირება, სპორტული რეჟიმი. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია და ყველაფერი ეს იმედისმომცემია“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კორონავირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner