logo_geo
eng_logo
ჩინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის
- +

23 ნოემბერი. 2020. 14:55

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და „სწრაფი გზა“, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა.

 

ჩინეთის ლიდერის ინიციატივით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. ამის შესახებ სინ ძინპინმა დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა. მან მექანიზმის მუშაობის პრინციპზე დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა იმედი აქვს, რომ მის წინადადებას ბევრი ქვეყანა შეუერთდება.

 

ე.წ. QR-კოდების წაკითხვა მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი. ამ სისტემას ჩინეთის მთავრობა კოვიდ-ინფიცირებულთა გადაადგილების გასაკონტროლებლად ეპიდემიის აქტიური ფაზის დროს იყენებდა. უფლებადამცველები ამ წინადადებაში საფრთხეს ხედავენ. მათი თქმით, ეს კოდები შესაძლოა, „მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის მექანიზმად იყოს გამოყენებული“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner