logo_geo
eng_logo
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
- +

23 ნოემბერი. 2020. 15:51

 

 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დახმარების გაწევას სთავაზობს.

 

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენსა და ჯასინდა არდერნს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

„მას და მის გუნდს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრა შევთავაზე, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა ამერიკელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლის გზაზე მიღებული გამოცდილება გაუზიარონ“, – განაცხადა არდერნმა.

 

ახალი ზელანდია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის 2 030 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 25 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner