„ყოვლად გაუგებარია, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იმაზე მეტ ხმას მიიღებდნენ?!“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„უტიფრობისა და პროვოკატორობის აპოთეოზია, რომ „ნაცები“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. მაშინ, როცა ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღეს. პირადად ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს რეჟიმს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრა.
ყოვლად გაუგებარია, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იმაზე მეტ ხმას მიიღებდნენ?! ახალშექმნილი პარტიები არიან, არჩევნებში პირველად მონაწილეობდნენ და ხმების 2-3 პროცენტის მოგროვება რომ შეძლეს, ეს მათვის ნამდვილად დიდი წარმატებაა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.