logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: წარმოუდგენელია, ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს რეჟიმს, რომელმაც ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრა
- +

23 ნოემბერი. 2020. 15:57

 

 

„ყოვლად გაუგებარია, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იმაზე მეტ ხმას მიიღებდნენ?!“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„უტიფრობისა და პროვოკატორობის აპოთეოზია, რომ „ნაცები“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. მაშინ, როცა ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღეს. პირადად ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს რეჟიმს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრა.

 

ყოვლად გაუგებარია, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იმაზე მეტ ხმას მიიღებდნენ?! ახალშექმნილი პარტიები არიან, არჩევნებში პირველად მონაწილეობდნენ და ხმების 2-3 პროცენტის მოგროვება რომ შეძლეს, ეს მათვის ნამდვილად დიდი წარმატებაა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner