„ძალიან მნიშვნელოვანია და გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტიანია „ლოკდაუნი“ და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების არა მხოლოდ რისკებს, არამედ სიხშირეს“, - განაცხადა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ეკა უბერმა „TV პირველის“ ეთერში.
„რაც შეეხება ბავშვებს, ისევ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს იშვიათი გამონაკლისების გარდა, - როდესაც თან ახლავს სხვა ქრონიკული დაავადება, რაც, საბედნიეროდ, იშვიათია. აქედან გამომდინარე, ბავშვები, პირველ რიგში, გარშემომყოფებისთვის უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა უბერმა.