logo_geo
eng_logo
ეკა უბერი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ლოკდაუნი“ ეფექტიანია და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს
- +

23 ნოემბერი. 2020. 16:18

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია და გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტიანია „ლოკდაუნი“ და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების არა მხოლოდ რისკებს, არამედ სიხშირეს“, - განაცხადა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ეკა უბერმა „TV პირველის“ ეთერში.

 

„რაც შეეხება ბავშვებს, ისევ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს იშვიათი გამონაკლისების გარდა, - როდესაც თან ახლავს სხვა ქრონიკული დაავადება, რაც, საბედნიეროდ, იშვიათია. აქედან გამომდინარე, ბავშვები, პირველ რიგში, გარშემომყოფებისთვის უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა უბერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner