logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: ჯერ კიდევ არის რამდენიმე საათი, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ
- +

1 ივლისი. 2016. 22:52


დატოვებს თუ არა წინასაარჩევნოდ მინისტრის პოსტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.


ამის შესახებ თავად აგულაშვილმა გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.


ყველაფერს აქვს თავისი დრო და ნება მიბოძეთ, ამ კითხვებზე თავის დროზე გაგცეთ პასუხი. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე საათი, შესაძლოა, რამდენიმე დღე კონსულტაციებისთვის, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა გიგლა აგულაშვილი.


კითხვაზე - არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მან პოსტი შეინარჩუნოს, აგულაშვილი აცხადებს, რომ ალბათობა, როგორც მინისტრის პოსტზე დარჩენის, ასევე თანამდებობის დატოვების არსებობს.


ალბათობა რა თქმა უნდა, არსებობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს", - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner