logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანი დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში არ დაინფიცირდება
- +

23 ნოემბერი. 2020. 18:06

 

 

ინფექციონისტისა და კლინიკა „ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში არ დაინფიცირდება.

 

„ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა. მსოფლიოში ამის უიშვიათესი შემთხვევებია აღწერილი. ანტისხეულები, დაახლოებით, 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით, 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება“, – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner