logo_geo
eng_logo
კომპანია „გორგიას“ დირექტორი: სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა, შესაძლოა, საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს
- +

23 ნოემბერი. 2020. 19:34

 

 

კომპანია „გორგიას“ კომერციული დირექტორის დავით აზმაიფარაშვილის განცხადებით, სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა, შესაძლოა, საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აზმაიფარაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში შეღუდვების ყველანაირი იდეა განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა მოხდება.

 

„შემზღუდავი ზომები შეიძლება იყოს საათობრივი - მუშაობის საათების შეზღუდვა. შეიძლება იყოს კონკრეტული დღეების, მაგალითად, შაბათის და კვირის - ორი დღის ამორჩევა, როდესაც შეიზღუდება საცალო ვაჭრობა, ან შეიძლება ტრანსპორტის შეზღუდვაზეც იყოს საუბარი. აქედან მოხდება ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა და შევთანხმდებით, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურად გამოიყვანს ქვეყანასაც და ბიზნესსაც ამ სიტუაციიდან. ყველანაირი იდეა იყო განხილული. ალტერნატიული იდეა არც კი არსებობს იმიტომ, რომ ყველა ვარიანტზე ვისმჯელეთ“,- განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner