logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: ცოცხების კადრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნამდვილად არ აქვს ამის მორალური უფლება!
- +

1 ივლისი. 2016. 23:28


რუსულმა  დელეგაციამ გადაწყვიტა, ეუთო-ასამბლეის პრეზიდენტობაზე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, გიგი წერეთელს მხარი დაუჭიროს და ეს კარგი ჟესტია, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.


ვფიქრობ,  რუსულმა  დელეგაციამ გადაწყვიტა, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, გიგი წერეთელს მხარი დაუჭიროს და ეს კარგი ჟესტია. თუმცა, საინტერესოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერა როგორ მიიღო?! „ნაციონალურ მოძრაობას" როცა  სჭირდება, რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერა და ხმები მათთვის მისაღებია, მაგრამ ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, "ნაციონალური მოძრაობა" როგორ წივილ-კივილს ატეხდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტობაზე „ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურის ყოფნა პრინციპულად მიუღებელია.


„2008 წლის აგვისტოს, 26 მაისის და ცოცხების კადრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნამდვილად არ აქვს იმის მორალური უფლება, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი იყოს, რომელიც ადამიანის უფლებებზე, შეკრების თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ლაპარაკობს", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველო ეუთო-ს მასპინძელი ქვეყანაა და რუსეთის დელეგაციისთვის ხელის შეშლა ჩვენი მხრიდან არადიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა.


"საქართველო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყანაა და რუსეთის დელეგაციისთვის ხელის შეშლა ჩვენი მხრიდან არადიპლომატიური და უკიდურესად სულელური ნაბიჯი იქნებოდა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ოდნავ უფრო გონიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის დელეგაცია გაცილებით უფრო მაღალი დონით იქნებოდა წარმოდგენილი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner