logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: არამი ბიძის მაძიებლებო, თქვენ პოლიტიკურ პარტიებს კი არა, იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს ჰგავხართ, რომლებსაც შანტაჟის გზით საქართველოს მძევლად აყვანა განუზრახავთ!
- +

23 ნოემბერი. 2020. 20:40

 

 

ა – ბიძა! ყველანაირი სიავე ამ ჭირიანისგან მოდის!

 

არჩევნები გაგვიყალბესო, რომ ყვირის ეს თავად ყალბი და ცრუ ოპოზიცია, ძალიან მაინტერესებს, „ქართულმა ოცნებამ“ ისე როგორ გააყალბა არჩევნები, რომ ცხრა პარტიიდან რვა ისეთ პარტიას მოაგებინა, რომლებიც მისი ყველაზე რადიკალური ოპონენტები იყვნენ?

 

„ქართულ ოცნებას“ გაყალბება თუ უნდოდა, ისე მაინც გააყალბებდა, რომ სამ-ოთხ თავის სატელიტ პარტიას წაუმატებდა ხმებს და ამ რვა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ორგანიზაციის პირისპირ მარტო არ დარჩებოდა.

 

ორგანიზაციაო კი ვთქვი, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაცია-მეთქი, არ მითქვამს, რადგან ძნელია, პოლიტიკური ორგანიზაციები უწოდო ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ისე იქცევიან, როგორც ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებსაც შანტაჟის და პროვოკაციების გზით მთელი ქვეყნის მძევლად აყავნა განუზრახავთ.

 

ტერორისტების თავკაცი, ჭკუიდან გადასული მთავარი ტერორისტი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი, კიევში უსაფრთხო ადგილას მოკალათებული ბრძანებებს იძლევა და ესენიც, ეს მონები და ეს ნამდვილი მარიონეტები – ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, უსიტყვოდ ასრულებენ მის ინსტრუქციებს.

 

ერთმანეთი გძულთ და მაინც ერთად ხართ!

 

ერთმანეთი გეზიზღებათ და ვითომ ერთმანეთი გიყვართ!

 

ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ის საბრალო ადამიანები მოატყუოთ, თქვენი გულწრფელობისა და კეთილშობილების რომ სჯერათ. მიზანს რომ მიაღწევთ, პირველი, რასაც გააკეთებთ, მათ მოუტრიალდებით და სასტიკად გაუსწორდებით, რომ მომავალში ხმის ამოღება ვერ გაბედონ! ასე მოიქეცით თქვენ 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და ასე მოიქცევით ახლაც.

 

ნაციონალებს ქართველი ხალხი და საქართველო რომ სძულთ, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ დანარჩენ პარტიებსაც ფეხზე თუ ეკიდა ეს ქვეყანა, არ მეგონა.

 

შვიდი პარტია დგას დღეს „ნაცმოძრაობის“ გვერდით, შვიდი სინდისზე და ნამუსზე ხელაღებული პარტია, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგომა განაჩენია, ვერდიქტია, საბრალდებო დასკვნაა, რომელიც მათ პოლიტიკურ მომავალს ასამარებენ, მაგრამ ამ შვიდი პარტიის გარდა, საქართველოში კიდევ უამრავი პარტიაა, რომლებსაც, რომ ჰკითხო, საქართველოზე და ქართველ ხალხზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ არცერთს არ ამოუღია ხმა და ობიექტური შეფასება არ მიუცია იმ უმსგავსობისთვის, რაც დღეს პოლიტიკის სახელით საქართველოში ხდება.

 

არადა, ჩემი აზრით, სწორედ ისინი კატეგორიულად და გადაჭრით უნდა ამბობდნენ, რომ რასაც ეს პოლიტიკური ორგანიზაციები აკეთებენ, ზოგადად, პოლიტიკისა და პოლიტიკოსის სახელის სრული დისკრედიტაცია გახლავთ!

 

თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ამ კოშმარის შემხედვარე საზოგადოებამ ისე დაკარგოს ნდობა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომ მომავალ არჩევნებში ხმის მიმცემი არავინ დარჩეს.

 

რატომ არ აწუხებთ ეს საკითხი როგორც ადგილობრივი წარმოშობის პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომელთა თვალწინაც ნაცმოძრაობა მონსტრად და ურჩხულად იქცა?

 

სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციაც“, რომელსაც დიდი აღტაცებით შეხვდა დემოკრატიული მსოფლიო, წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომელსაც ზუსტად ის გაგრძელება ჰქონდა, რაც სახელმწიფო გადატრიალებას უნდა ჰქონოდა – გარედან დემოკრატიის ფერად-ფერადი ფალასფულასით შეფუთული, შიგნით კი ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიდრეკილი სასტიკი და არაადამიანური რეჟიმი!

 

პირდაპირ უნდა ვთქვათ: 2003-12 წლებში საქართველოში მომხდარ იმ დიდ უბედურებაზე, რასაც „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალური მმართველობის სამარცხვინო და დანაშაულებრივი რეჟიმი ჰქვია, პასუხისმგებლობა იმ დემოკრატიულ ძალებს, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ეკისრებათ, რომლებმაც თავის დროზე ობიექტური შეფასება არ მისცეს ამ რეჟიმს და ქართველ ხალხს მის დამარცხებაში არ დაეხმარნენ.

 

დღესაც იმავე პრობლემის წინაშე დგას საქართველო – ნაციონალი ფაშისტები ამტკიცებენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თორემ მთელი ქართველი ხალხი ამ ფაშისტებს აძლევდა თურმე, ხმას.

 

სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იგივეა, ადოლფ ჰიტლერი, მუსოლინი, პოლ პოტი, სადამ ჰუსეინი თუ ბოკასა კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ამას დანარჩენი მსოფლიო შეეგუოს.

 

– სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შექმენით დროებითი მთავრობა და მთელ მსოფლიოს აცნობეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა! – იძლევა ბრძანებებს საზღვარგარეთიდან „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ თავისი კრამიტდაცურებული დისშვილი დაასვას თავზე.

 

რა გახდა ეს თემურ ალასანია ასეთი? – ეს მოუშორებელი ჭირი, ეს ქართველთყლაპია სატანა, ეს წითელი კომისარი!

 

მოვუწოდებთ ქართველ სამართალდამცავებს – დაუყოვნებლივ აღძარით სისხლის სამართლის საქმე თემურ ალასანიას, ამ საერთაშორისო მასშტაბით „რაზბოინიკის“ და მისი ადგილობრივი „პადელნიკების“ წინააღმდეგ!

 

– დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, საქართველო უნდა ვიხსნათ და დემოკრატია უნდა გადავარჩინოთო, იძახიან. არადა, მართლა რომ გაბრაზდეს ეს „ქართული ოცნება“ და ხელახალი არჩევნები დანიშნოს, მერე სად მიდიხართ – რვა პარტიიდან მხოლოდ ერთი თუ გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, დანარჩენი შვიდი ხომ აუცილებლად გარეთ დარჩებით?!

 

ამისთვის იკლავთ თავს? ამისთვის უძვრებით ერთ ადგილას სააკაშვილსა და მის ბიძას?

 

ვის ემსახურებით, ვის ემონებით, ვის დაუდექით ყმად და პირისფარეშად?

 

ვინ რა გაგიყალბათ, ვინ რა მოგპარათ?

 

ალეკო ელისაშვილისთვის ვის რა უნდა მოეპარა, რა ჰქონდა მოსაპარი, რომ მოეპარათ, თუ არა კი... დღეს პატიოსანი და ალალ-მართალი კაცის როლს რომ თამაშობს, ეს ის არ არის, რვა ქართველი ახალგაზრდა რომ დააჭერინა ღია ეთერში?

 

ან „გირჩისთვის“ რა უნდა მოეპარათ ან მისი შარვალჩახდილი ლიდერისთვის, შიშველი უკანალით რომ ცდილობს ოკუპანტების დაშინებას?

 

იქნებ, „ლელოს“ ჰქონდა რამე მოსაპარი და დასაყაჩაღებელი, მევახშე და ყაჩაღი რომ ჰყავს ბელადად, რომელსაც მის მიერ დაყაჩაღებული მეანაბრეებისთვის თვალებში შეხედვის არ რცხვენია?!

 

იქნებ „ჯუნიორ“ ვაშაძეს ჰქონდა სამი კი არა, 23 პროცენტი და „მავნებელმა“ ჟვანიამ 20 პროცენტი ააწაპნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეჩუქებინა?!

 

მოკლედ, აბრაგები შემოგვივარდნენ და დაგვაყაჩაღესო, რომ აგიჩემებიათ, რა თვალ-მარგალიტი თქვენ გელაგათ თქვენს ბუტაფორიულ პოლიტიკურ სახლებში, რომ ვინმეს დაეყაჩაღებინეთ?

 

ბოლოთქმა: ბევრი „ბიძა“ მინდა მქონდესო! – გაიძახოდა ერთი ყველასთვის ცნობილი ყოფილი ტრადიციონალისტი თუ ოცნებელი, რომელიც მილიონის საშოვნელად არცთუ შორეულ წარსულში სააკაშვილის ბიძისკენ გაჩოჩდა. სხვებიც „ბიძას“ დაეძებენ – ზოგი მილიონს, ზოგი – ნახევარ მილიონს, ზოგი – სულ რაღაც ათას „ბიძაზეც“ არ იტყვის უარს.

 

კარგად დაიმახსოვრეთ: პოლიტიკური პროსტიტუციით ვერც ბიძას იპოვით და ვერც „ბიძას“ იშოვით. დიახ, არამი ბიძის მაძიებლებს არც ბიძა ეყოლებათ და არც „ბიძა“ ექნებათ!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner