მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ ენმ-ს ყრილობა დიდგორის ველზე გაიმართოს, „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook_ზე ეხმაურება:
„1121 წლის 12 აგვისტოს სულთნის მოწოდებით და ნეჯმ ად-დინ ილღაზის მხედართმთავრობით დიდგორზე საქართველოს წინააღმდეგ მომართული კოალიციური ლაშქარი შეიკრიბა. 2016 წლის სექტებერში სულთან მაჰმუდ მოჰამედის მსგავსად, მისმა შთამომავალმა მიხეილ სააკაშვილმა განიზრახა კვლავ შეეკრიბა კოალიცია საქართველოს წინააღმდეგ.
სრული სერიოზულობით ვამბობ და მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ მოწინავე 200 ჯვაროსანი, რომელიც ჩვენი წინაპრების მსგავსად, არ მისცემენ საშუალებას ქართველთმოძულეებს არიონ და ქაოსში გაახვიონ ჩვენი ქვეყანა. თუ ისინი შეიკრიბებიან, ჩვენც იქ დავხვდებით და ად დინ ილღაზის მსგავსად, კუდით ქვას ვასროლინებთ მათ თანამედროვე შვილებს. ჩვენი რწმენის, მართლმადიდებლობის მტრებს, უზნეობის, გარყვნილების დანერგვის მოსურნეებს, ქართული ტრადიციების უარმყოფელებს, არ მივცემთ საშუალებას ააოხრონ ჩვენი ქვეყანა. ამას ვამბობ სრული სერიოზულობით. „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით". ჩვენთან არს ღმერთი!", - წერს ბრეგაძე.