logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: სისტემურ „ლოკდაუნს“ ვერ გამოვაცხადებთ
- +

23 ნოემბერი. 2020. 22:11

 

 

„სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. ჩვენ ბიზნესთან იმ შესაძლო შეზღუდვებს განვიხილავთ, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ, რაც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნეს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

„სისტემურ „ლოკდაუნს“ ვერ გამოვაცხადებთ. ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, მაგრამ ძალიან აქტიურად განვიხილავთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი შემოღების აუცილებლობას და ეს განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

 

დღეს დაახლოებით 4 ათასი შემთხვევა გვქონდა. ყველას გვესმის რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა უარყოფითად აისახება, მათ შორის ეკონომიკაზეც.

 

ამიტომ ყველას საერთო ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და ამით ჩვენ მოსახლოებას, სავაჭრო ქსელებს და ბიზნეს მივცემთ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner