logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ღირსებაახდილი მეტყველებს
- +

24 ნოემბერი. 2020. 00:46

 

 

ძალიან ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი არ იქცევა ჯენტლმენურად, ჩვენს ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ღირსებაახდილი მეტყველებს. ხშირად ცდილობენ, რომ მოასწრონ და რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მიაყენონ სხვას“, – ამის შესახებ ფილოლოგმა ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მაღლაფერიძე გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს : „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა“.

 

„რაც შეეხება ავადმყოფის დაძახებას, მინდა, ვთქვა, რომ ასეთ რამეს გარკვეულწილად მედიაც ხელს უწყობს. იმიტომ კი არა, რომ მედიას ვადანაშაულებ, არაფერი მსგავსი, მაგრამ ჩვენთან საერთოდ დაიკარგა საჯაროდ საუბრის კულტურა. მოდაში შემოვიდა და რომ ვუყურებ, სულ უფრო მეტი ადამიანი ბრიყვდება და იჯერებს, რომ ძალიან მიმზიდველი და მომგებიანია, თუ დადგება ეთერში და ამა თუ იმ ადამიანს მიაყენებს შეურაცხყოფას. დაიკარგა ღირსების გრძნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ღირსება არ არის ისეთი რამ, რომელიც თაროზე წიგნების უკან უნდა შემოდო, ეს ყოველ დღე უნდა გქონდეს. ლაპარაკი უნდა გაასწოროს ყველამ, სხვაგვარად არ შეიძლება. საუბარი უნდა გაფილტრო, შენს საუბარზე სიტყვას აგებ, არ არის აუცილებელი, დუელში გამოგიწვიონ, მაგრამ როცა უპრაგონოდ იძახი ამ სიტყვებს, ხარ უპრაგონოდ მოლაპარაკე. ერთ-ერთი ეპოზოდი მინდა გაგახსენოთ ფილმიდან „ქალის სურნელი“, სადაც სკოლის მეთვალყურეთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები არაჯენტლმენურად მოიქცნენო. ძალიან ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი არ იქცევა ჯენტლმენურად, ჩვენს ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ღირსებაახდილი მეტყველებს. ხშირად ცდილობენ, რომ მოასწრონ და რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მიაყენონ სხვას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner