logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: წარმოიდგინეთ, ნაცების სახით რა პოლიტიკურ სექტასთან გვაქვს საქმე, რომ თავიანთი პარტიის თავმჯდომარესაც კი, პირადი აზრის გამოთქმა არ აპატიეს!
- +

24 ნოემბერი. 2020. 01:11

 

 

სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ არამარტო სხვა ოპოზიციური პარტიები, არამედ თვითონ ნაცმოძრაობის ლიდერებიც კი იმყოფებიან, რისი ნათელი მაგალითიც გრიგოლ ვაშაძე გახლავთ!“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

დიახ, ვაშაძე, რომელსაც ბევრი რამის გამო პატივს არ ვცემ, კონსტრუქციული ინიციატივით გამოვიდა – ქუჩის პროტესტი პოლიტიკური დიალოგით უნდ ჩავანაცვლოთო, რის გამოც მისივე თანაგუნდელებმა შეაჩვენეს და, როგორც ახლა იტყვიან, დააბულინგეს. წარმოიდგინეთ, ნაცების სახით რა პოლიტიკურ სექტასთან გვაქვს საქმე, რომ თავიანთი პარტიის თავმჯდომარესაც კი პირადი აზრის გამოთქმა არ აპატიეს! როგორ ფიქრობთ, ესენი თავიანთი გუნდის წევრის განსხვავებულ აზრს რომ უპირისპირდებიან, საზოგადოების რომელიმე წევრის განსხვავებულ მოსაზრებას აიტანენ? ნაცები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებს იმაზე 9-ჯერ უარესს უზამენ, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლოაბში უშვრებოდნენ!

 

ოპოზიციის დირიჟორი სააკაშვილია, რომლის უკანაც ბიძამისი თემურ ალასანია დგას. ყველამ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილის ბიძა გუბაზ სანიკიძეს ესაუბრება და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით დირექტივებს აძლევს, რაც პირდაპირი საფუძველია იმისთვის, რომ მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!? დიახ, ხელისუფლებამ თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას, რადგან ოპოზიცია სწორედ იმ ანტიკონსტიტუციური სცენარით მოქმედებს, რომელზეც ისინი ფარულ ჩანაწერში საუბრობენ!“, - განაცხადა კვირკველიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner